ვენეციის კომისია დეოლიგარქიზაციის შესახებ საქართველოს კანონპროექტზე დასკვნას 10-11 მარტის პლენარულ სესიისთვის მოამზადებს.
ინფორმაცია ამის შესახებ ვენეციის კომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
მოსაზრება მომზადდება სწრაფი რეაგირების მექანიზმის (QRM) ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის „პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის“ მიერ.
საქართველოს პარლამენტს უკვე ორი მოსმენით აქვს მიღებული ეს კანონპროექტი. ის „უკრაინულ მოდელს“ ეფუძნება.
„დეოლიგარქიზაცია“ ევროკომისიის 12-პუნქტიანი პირობიდან ერთ-ერთია და კანონის მიღებამდე ევროკავშირის წარმომადგენლებმა მმართველ პარტიას მიმართეს მისი ვენეციის კომისიაში გაგზავნის რეკომენდაციით.
„ოცნება“ აცხადებდა, რომ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტს ვენეციის კომისიას არ გაუგზავნიდა, თუმცა შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალა და 1-ელ დეკემბერს მოსაზრებისთვის ვენეციის კომისიას მიმართა.