აქციის მონაწილეები მოითხოვენ:
- აქციზის გადასახადის სრულად გაუქმებას;
- დღგ-ის მცურავ რეჟიმზე გადაყვანას;
- ხელოვნური მონოპოლიების დაშლას;
მათი თქმით, ეს საწვავის ფასს 80-90 თეთრით შეამცირებს.
“სხვა შემთხვევაში კი საწვავის ფასი კიდევ გაიზრდება და ეს ყველასთვის ძალიან ცუდი იქნება. დროა, მთავრობამ შეცვალოს სირაქლემის პოზა და გაატაროს რადიკალური ეკონომიკური რეფორმები.
საწვავის ფასი არ ეხება მხოლოდ მანქანების მფლობელებს. საწვავის ფასი აისახება მომსახურებისა და სურსათის 70%-ზე. ყოველთვიურად 20%-ით ღარიბდება ჩვენი მოსახლეობა”. – თქვა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.