შალვა რამიშვილისგან შევიწროებაზე კიდევ ერთი გოგო ალაპარაკდა, ასევე ვრცელდება (სქრინები)

შალვა რამიშვილისგან შევიწროებაზე კიდევ ერთი გოგო ალაპარაკდა

მსახიობი ანანო იაშვილი შალვა რამიშვილს ბრალდებას უყენებს და თავის ამბავს სოციალურ ქსელში წერს:

„Shalva Ramishvili <<< აი ეს კაცი არის ყ…ე ! წლებია თავს ვიკავებ , მაგრამ ქალური შეგრძნებები და ვალდებულებები არ მაძლევს იმის უფლებას რომ სოლიდარობა არ გამოვხატო ყველა ქალის მიმართ ვინც ეს გაიარა და ვაღიარო რომ წლების წინ მეც გავხდი მისგან სექსუალური შევიწროვების მსხვერპლი ! 18 წლის ასაკში , ბავშვი, რომელიც ვოცნებობდი მსახიობობაზე ,ტელევიზიაზე , პირადად მან დამირეკა , დამიბარა გასაუბრებაზე ტელევიზიაში ( TV Imedi ) , წინასწარ გამაფრთხილა რომ გამომწვევად ჩაცმული მივსულიყავი ( პერსონაჟია ასეთიო ) გასაუბრებაზე რა და როგორ მითხრა და რა გადავიტანე ამას აღარ მოვყვები ამ ეტაპზე , თვეების შემდეგ კიდევ დამირეკა ახალი შემოთავაზებით ( წინაზე უარის შემდეგ) , და წლების განმავლობაში პერიოდულად მიგზავნის ისტერიულად მეგობრობის თხოვნას , მერე აუქმებს , მერე მიგზავნის , მერე აუქმებს …. მანიაკია ჩვეულებრივი 🙂 და ამ ადამიანს აქვს პლატფორმა საიდანაც ვიღაცას რაღაცას მოუწოდებს ! და თავისუფლად დადის ქუჩებში … მე კიდე წლები დამჭირდა ამ ტრამვის გადასახარშად P.S. 18 წლის გოგოებო , ვინც ოცნებობთ პოპულარობაზე , იცოდეთ რომ ხშირად იყენებენ მსგავსი პროფესიის ადამიანები (პროდუსერები,რეჟისორები და ზოგადად გავლენიანი ტიპები) თავიანთ სტატუსს და გამოცდილებას , არ გაჩუმდეთ , აუცილებლად თქვით და არავის მისცეთ უფლება ასე მოგექცეთ .“

ასევე შარლვა რამიშვილს  გვანცა ბუდაღაშვილიც სდებს ბრალს და სოციალურ ქსელში მიმოწერის „სქრინებს“ აქვეყნებს:

„თუ სწორად მახსოვს 2018 წელი იყო. შალვა რამიშვილმა მომწერა გადაცემისთვის ახალ სახეებს ვეძებ და გასაუბრებაზე მოდიო. მეც როგორც ყოველთვის, ძალიან მჭირდებოდა სამსახური. (მაშინ “პოსტ ტვ” მხოლოდ ონლაინ ტელევიზია იყო) მივედი და რაც შემდეგ მოხდა არავის უკვე აღარავის გაგაოცებთ. ვისაუბრეთ ყველაფერზე პოლიტიკაზე, ჭამაზე, გართობაზე და მიადგა სექსუალურ საკითხებსაც. მითხრა რომ განსაკუთრებული შარმი მაქვს და შემიძლია ჩემი შარმის წყალობით ბევრ რამეს მივაღწიო. (ზუსტად არ მახსოვს როგორ თქვა და ამიტომ ვერ ვციტირებ) უხერხულობა ვიგრძენი და წამოვედი.
რამდენიმე დღეში ისევ მომწერა ან დამირეკა. სამსახურის დაწყება თუ გინდა მოდი რაღაცეები გავარკვიოთო.
მივედი. უკვე ნასვამი იყო და მთელი არსებით პირდაპირ მოითხოვდა რომ ჩემ ფეტიშებზე მელაპარაკა. რა თქმა უნდა რამდენიმე წუთში წამოვედი და უკვე ნათელი იყო ვისთანაც მქონდა საქმე და მივხვდი რომ ამ “სამსახურის” გზა საწოლზე გადიოდა.
მითხრა რომ ზოგადად ეგეთი არაა და უბრალოდ მე ვარ განსაკუთრებული 😂 ტასო ბარნოვას ამბავიც გავუხსენე და რა თქმა უნდა სისულეებით სცადა თავის მართლება.
ამ ამბიდან მალევე ”ევოში” დავიწყე მუშაობა და მწერდა რომ პოდაპირ საცოდაობაა როცა ჩემნაირი ნიჭიერი გოგო ღამეებს კაზინოში ათენებს და მერე ”შემახარბა” რომ “პოსტ ტვ” უკვე ნამდვილიიი ტელევიზია გახდა. ესეთი ადამიანები გვკიცხავენ ახალგაზრდებს და მთელი გულით მჯერა რომ ძალიან ძალიან მალე გაყვებიან კოლექტიური შალვა რამიშვილები იმ ცნობილ გემს 🙂
(ზოგიერთი სქრინი შეიძლება კონტექსტიდან ამოვარდნილი იყოს, მაგრამ
ვინმეს თუ სრული ჩათის ნახვა სურს არც ეგაა პრობლემა)
   

მსგავსი სიახლეები