„ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე ძალადობის ფაქტზე ბრალდებულ კიდევ ერთ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გიგა გიგუაშვილს ბრალად ედება ოპერატორ ლექსო ლაშქარავაზე და მასთან ერთად მყოფ ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიაზე ძალადობა.
საუბარია 5 ივლისის მოვლენებზე, რა დროსაც „თბილისი პრაიდის“ საწინაამღდეგოდ გამართული აქციის დროს, მედიის 50-ზე მეტ წარმომადგენელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
კიდევ ერთი ბრალდებულის მიმართ პროკურატურა კვლავ პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. ჯამში, ამ საქმეზე სულ 29 პირია ბრალდებული და ყველას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.