სამოქალაქო განვითარების და მონიტორინგის ცენტრის განცხადება!

„სამოქალაქო განვითარების და მონიტორინგის ცენტრი“ -ს განცხადება!

დაუშვებელი და სამარცხვინოა ის რაც დღეს თბილისის ქუჩებში ხდება. ვგმობთ ძალადობას ჟურნალისტებსა და თავისუფალ მოქალაქეებზე. მსგავსი მიდგომითა და ქმედებით, სახელმწიფო უფრო და უფრო შორდება ევროპულ და დასავლურ ღირებულებებს.

ხელისუფლებას ჰქონდა შესაძლებლობა გაეტარებინა შესაბამისი ზომები მიმდინარე მოვლენების პრევენციის მიზნით, თუმცა მათი მხრიდან არსებულმა ორაზროვანმა პოზიციამ განაპირობა დღევანდელი შედეგი. ამასთან, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადება, პირდაპირი მნიშვნელობით მწვანე შუქი იყო მოძალადე ჯგუფების მიმართ, რამაც გამოიწვია სიტუაციის გამწვავება.

საყურადღებოა, რომ როგორც ხელისუფლებისთვის ისევე სამღვდელოებისთვის, თითოეული მოქალაქე უნდა იყოს თანაბრად მნიშვნელოვანი და ურთიერთ თანასწორი, თუმცა დღეს ნათლად ვიხილეთ მათი დამოკიდებულება მედიის წარმომადგენლებისა და უდანაშაულო მოქალაქეების მიმართ.

რათქმაუნდა მიუღებელია ყოველგვარი გარყვნილების პროპაგანდა, იქნება ეს ერთსქესიანთა თუ ტრადიციული ორიენტაციის ფარგლებში, თუმცა ეს მოცემულობა არ არის ძალადობის გამამართლებელი გარემოება, შესაბამისად ხელისუფლებამ დაუყონებლივ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა მიმდინარე პროცესებზე, ეყოს გამბედაობა და დაუყონებლივ მოახდინოს ჯეროვანი რეაგირება, რათა დროულად აღკვეთოს ძალადობა და დადგეს ყველა კანონდამრღვევის პასუხისმგებლობის საკითხი.

მსგავსი სიახლეები