სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი, პატიმრობაში მყოფი სოსო გოგაშვილი მზად არის, აფგან მუხთარლის გატაცების საქმეზე ჩვენება მისცეს.
“ნებისმიერ საქმეზე, რაც გაჟღერებულია მის მიერ, დამიდასტურა მზადყოფნა, რომ სახალხო დამცველს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და პროკურატურას, სამართალდამცავ ორგანოებს მიაწოდოს ინფორმაცია ამომწურავად და დეტალურად”- აცხადებს გოგაშვილის უფლებადამცველი.