საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები 14:03 საათზე დაფიქსირდა.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი დმანისიდან სამხრეთ-დასავლეთით 26 კილომეტრში, სოფელ სამებასთან მოხდა.
მიწისძვრის სიძლიერემ 3.5 მაგნიტუდა შეადგინა.
ეს დღეს საქართველოში მომხდარი მეორე მიწისძვრაა. ორი მიწისძვრა მოხდა ასევე გუშინ, ეპიცენტრი ყველა შემთხვევაში დმანისთან ახლოს იყო.