სენატორი კინზინგერი: აღშფოთებული ვარ სიკვდილით დასრულებული ძალადობით

გამოცემა ამერიკის ხმას TV პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოეხმაურა ამერიკელი სენატორის, ადამ კინზინგერის ოფისი.

სენატორი აღშფოთებულია სიკვდილით დასრულებული ძალადობით და იმედოვნებს, რომ დამნაშავეების გასამრთლების დროს სასამართლო იქნება დამოუკიდებელი.

“კონგრესმენი აღშფოთებულია ძალადობით, რომელიც სიკვდილით დასრულდა, და ის ყველა მხარეს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს. მათ, ვინც დააკავეს, პასუხი უნდა აგონ დანაშაულებზე. ის იმედოვნებს, რომ სასამართლო დამოუკიდებელი იქნება”. – თქვა ამერიკის ხმასთან სენატორის ოფისმა.

რესპუბლიკელი სენატორი კინზინგერი რამდენიმე დღის წინ 5-6 ივლისის ძალადობის შემთხვევებს გამოეხმაურა.

“ვაკვირდები ძალადობას თბილისში და მხარს ვუჭერ ჩვენი საელჩოს განცხადებას. გადაწყვეტილი მაქვს, გამოვარკვიო ვინ იდგა ლგბტ+ თემზე ძალადობის უკან. ამერიკას სჯერა თავისუფლების.” – თქვა ადამ კინზინგერმა.

მსგავსი სიახლეები