საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2023 წლის 1-ელ ივლისამდე საქართველოდან ხორბლის და ქერის ექსპორტი იკრძალება. შესაბამის დოკუმენტს პრემიერ-მინისტრმა ხელი უკვე მოაწერა.
როგორც მთავრობის განკარგულებაშია აღნიშნული, გადაწყვეტილება მსოფლიოში შექმნილი სასურსათო უსაფრთხოების პრობლემებიდან გამომდინარე იქნა მიღებული.
„მსოფლიოში შექმნილი სასურსათო უსაფრთხოების პრობლემებიდან გამომდინარე, რაც დაკავშირებულია რუსეთ-უკრაინის ომთან, 2023 წლის 1-ელ ივლისამდე აიკრძალოს საქართველოდან ხორბლის და ქერის ექსპორტი. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე და ვრცელდება 2022 წლის 4 ივლისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე“, – აღნიშნულია მთავრობის განკარგულებაში.