საქართველო „ბუსტერ“ დოზებით აცრას იწყებს

საქართველო „ბუსტერ“ დოზებით აცრას იწყებს. შესაბამისი გადაწყვეტილება იმუნიზაციის საბჭომ მიიღო. ეს ეხება 50 წელს გადაცილებულებს და ქრონიკული დაავადების მქონეებს. აცრა ჩატარდება მეორე დოზიდან 6 თვის შემდეგ.

აცრა შეეხებათ მაღალი რისკის პროფესიებს, როგორიცაა სამედიცინო პერსონალი, ასევე დახურული ტიპის დაწესებულებაში მცხოვრებნი და იქ დასაქმებულები.

„გარდა ამისა, ჯანდაცვის სამინისტრომ მომართა არაერთმა მოქალაქემ, რომელსაც სხვადასხვა მიზნიდან გამომდინარე უწევს მოგზაურობა და ისინი ითხოვდნენ ვაქცინაციას იმ ვაქცინით, რომელიც აღიარებულია აშშ-ში, ასევე ევროკავშირში.

ამერიკაში დასაშვებია განსხვავებული ვაქცინაციით აცრა პირველი ვაქცინაციის დასრულებიდან 28 დღის შემდეგ და ჩვენს შემთხვევაშიც შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს რეკომენდაცია და დავუშვათ იმ პირების განმეორებითი ვაქცინაცია მათ მიერ მოთხოვნილი ვაქცინით, რაც გამომდინარეობს მოგზაურობის ან ბიზნეს მიზნებიდან და ეს შეიძლება იყოს ფაიზერის ვაქცინა ან ის ვაქცინა, რომელსაც ეს კონკრეტული ქვეყანა იყენებს, ამისთვის მათ უნდა მიმართონ ამცრელ ცენტრებს და თან იქონიონ მიზნობრიობის საბუთი“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ.

europatime

მსგავსი სიახლეები