მოსკოვში ჩამოვარდა ვერტმფრენი, რომელიც პუტინს ემსახურება

მოსკოვთან, ვნუკოვოს აეროპორტში რუსული ვერტმფრენი MI8 ჩამოვარდა.

მედიის ცნობით, ვერტმფრენი სპაციალურ საავიაციო დანაყოფ „როსიას“ ეკუთვნის,  რომელიც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტსა და აგრესორი სახელმწიფოს სხვა მაღალჩინოსნებს ემსახურება.

„ვნუკოვოს აეროპორტში დაშვებისას Mi-8 ვერტმფრენი, პირებით მიწას დაეჯახა და დაზიანდა. წინასწარი მონაცემებით, არიან დაშავებულები”, – წერს რუსული მედია.

მედია წერს, რომ საუბარია 2013 წელს გამოშვებულ Mi-8MTV-1-ზე, რომელიც 22 მგზავრზეა გათვლილი.

მსგავსი სიახლეები