სალომე ზურაბიშვილი: მე ავიღე შერიგების ვალდებულება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კიდევ ერთხელ საუბრობს ქვეყანაში შერიგების აუცილებლობასა და ამ პროცესში მის როლზე. ამ საკითხზე მან მცირე კომენტარი “France 24”-თან ინტერვიუში გააკეთა.

“მე, როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა, ავიღე ვალდებულება და ეს არ არის მთავრობის ვალდებულება, ეს ჩემია, ეს არის შერიგების, სიმართლისა და სამართლიანობის პროცესის დაწყება, ეს ის გზაა, რომელიც რამდენიმე ქვეყანამ ადრე გაიარა და რომელიც, ჩემი აზრით, დღეს აბსოლუტურად არსებითია საქართველოსთვის, ყველა იმ პერსპექტივისთვის, რისი ღიაობის დანახვაც მას სურს, მათ შორის ევროპისაც”, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუს დროს, რომლის ფრაგმენტსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.​

შერიგების საკითხი აქტუალური კიდევ ერთხელ მას შემდეგ გახდა, რაც 10 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის ვირტუალურ სამიტზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, პირობას დებს, რომ წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს, “საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩაბმული იქნება მთელი საზოგადოება, რათა მივაღწიოთ უახლესი ისტორიის საერთო აღქმას, დავძლიოთ ტკივილი და წინ წავიდეთ”.

მსგავსი სიახლეები