საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ლაშა ხეთერელი თავისუფალია, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ლაშა ხეთერელთან დაკავშირებით, მუდმივი კომუნიკაციას ახორციელებდა „ცხელი ხაზის“ მეშვეობით. აღნიშნულ პროცესში უშუალოდ იყო ჩართული ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM).
„ლაშა ხეთერელის უკანონო დაკავების და მისი დაუყონებლივ გათავისუფლების საკითხის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება რეგულარულად აყენებდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განაგრძობს მუშაობას უკანონოდ დაკავებული სხვა პირების გასათავისუფლებლად“, – აღნიშნულია სუს-ის ინფორმაციაში.