ნიკა ცხვარაძე: ეკონომიკური ზრდა – მითი თუ რეალობა?

ირაკლი ღარიბაშვილი: სახეზეა არნარხული ეკონომიკური ზრდა.

მოდით განვიხილოთ (ზოგად კონტექსტში) რა არის ეკონომიკური ზრდა.

ეკონომიკური ზრდა, ერთის მხრივ დამოკიდებულია წარმოების ფაქტორების რაოდენობის გადიდებაზე, მეორეს მხრივ მასში იგულისხმება ეკონომიკის რაოდენობრივი ზრდა, მათ შორის დოვლათის (მშპ) ზრდის წლიური ტემპი და სხვა მრავალი ფაქტორი.

უმუშევრობის დონე:

2020 წელი, 18.5%

2021 წელი, 22.1%

საარსებო მინიმუმი ამა წლის აგვისტოში შეადგენდა 221.1 ლარს, რომელიც სექტემბერში შემცირდა რამდენიმე ლარით და შეადგინა 216.3 ლარი და ეს იმ პირობებში როცა ნავთობპროდუქტების ფასი კრიტიკულ ნიშნულზეა,(რაც ლოჯისტიკური ხასიათიდან გამომდინარე, პირდაპირ იწვევს ფაქტიურად ნებისმიერი პროდუქტის თვითღირებულების და შესაბამისად სარეალიზაციო ფასის ზრდას), ასევე გაძვირდა პირველადი მოხმარების საგნები.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები: ($)

2019 წელი, 1335,8 მილიონი ლარი

2020 წელი,  572,0  მილიონი ლარი

2021 წელი,  366,4  მილიონი ლარი

საგარეო სავაჭრო ბრუნვა:

2019 წელი, 13317,6 მილიონი $

2020 წელი, 11396,3 მილიონი $

2021 წელი, 10009,7 მილიონი $

ანუ, უმუშევრობა გაიზარდა, საარსებო მინიმუმი შემცირდა, ფასები გაიზარდა,  ინვესტიცია შემცირდა, საგარეო ბრუნვა შემცირდა და რაში გამოიხატება ეკონომიკური (არნახული და საამაყო) ზრდა გულწრფელად მაინტერესებს, იქნებ მე ვერ ვითვლი რამეს (თუნდაც კალკულატორით).

“სამოქალაქო განვითარების და მონიტორინგის ცენტრი” ნიკა ცხვარაძე.

 

მსგავსი სიახლეები