თურქულმა ლირამ გაუფასურების ახალი ანტირეკორდი დაამყარა – როგორ იმოქმედებს ეს ლარზე?

თურქულმა ლირამ გაუფასურების ახალი ანტირეკორდი დაამყარა. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ მიმოხილვაშია აღნიშნული.

ლირას გაუფასურების მიუხედავად, „თიბისის“ ანალიტიკოსები ინარჩუნებენ შეფასებას, რომ არ არის აუცილებელი ლირას ლარიც გაყვეს.

„თუმცა ლარის ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან გაცვლითი კურსის მხრივ, წინა შეფასება იმდენად ძლიერი აღარ არის. შესაბამისად, მიუხედავად წინა კვირაში ლარის დოლართან გამყარებისა, ჩვენ არ გამოვრიცხავთ საპირისპირო მიმართულებით კორექციას, თუმცა, ჩვენი აზრით, არაუმეტეს რამდენიმე პროცენტისა. ამ მხრივ, ასევე საყურადღებოა საერთაშორისო მასშტაბი და საქართველოში ინფიცირებისა და ჰოსპიტალიზაციის მზარდი მაჩვენებლები,“-აღნიშნულია „თიბისის“ მიმოხილვაში.

ავტორი:

თაია არდოტელი

bpn.ge

მსგავსი სიახლეები