ვინ რას აკეთებს საკანონმდებლო ორგანოში – ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ მეათე მოწვევის პარლამენტის წევრთა საქმიანობის შესახებ გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც წარმოდგენილია, თუ როგორია დეპუტატთა აქტიურობა საკანონმდებლო ორგანოში.

 

ორგანიზაციის თანახმად, ოპოზიციის მიერ  სხვადასხვა უწყებებში სულ 1251 სადეპუტატო კითხვა გაიგზავნა, ხოლო უმრავლესობიდან 649. ყველაზე მეტი სადეპუტატო კითხვის ავტორთა ათეულს რაც შეეხება, მათგან 3 უმრავლესობიდანაა, ხოლო 7 ოპოზიციის წარმომადგენელია.

ყველაზე მეტი სადეპუტატო კითხვის ავტორთა ათეული ასეთია:

მიხეილ სარჯველაძე _ 334 კითხვა;

ლევან იოსელიანი _ 237 კითხვა;

ხატია დეკანოიძე _ 233 კითხვა;

თეონა აქუბარდია _ 152 კითხვა;

ეკა სეფაშვილი _ 133 კითხვა;

რომან გოცირიძე _ 127 კითხვა;

ალექსანდრე ელისაშვილი _ 112 კითხვა;

თამარ კორძაია _ 101 კითხვა;

ხათუნა სამნიძე _ 95 კითხვა;

ნინო წილოსანი _ 89 კითხვა.

 

სიტყვით გამოსვლის უფლებით პარლამენტის 132 წევრმა ისარგებლა. რაც შეეხება დეპუტატებს, რომლებიც საანგარიშო პერიოდში სიტყვით ყველაზე მეტჯერ გამოვიდნენ, არიან: უმრავლესობიდან მიხეილ სარჯველაძე, შალვა პაპუაშვილი, ირაკლი ქადაგიშვილი, ანრი ოხანაშვილი, ნინო წილოსანი; ხოლო ოპოზიციიდან  ლევან იოსელიანი, ანა ნაცვლიშვილი, იაგო ხვიჩია, ალეკო ელისაშვილი, ფრიდონ ინჯია.

 

სიტყვით გამოსვლის უფლებით საერთოდ არ უსარგებლია პარლამენტის 21 წევრს, რომელთაგან 10 უმრავლესობის წარმომადგენელია.

 

რაც შეეხება პარლამენტში მიღებულ კანონებს, მათგან 182 უმრავლესობის, ხოლო 9 ოპოზიციის მიერ იყო ინიცირებული (მათ შორის უმრავლესობასთან თანადაინიცირებული 4). აღსანიშნავია, რომ მიღებული კანონებიდან 5 პარტია ,,მოქალაქეების“ მიერ იყო თანადაინიცირებული. ოპოზიციიდან ამ მხრივ აქტიურობით შემდეგი დეპუტატები გამოირჩეოდნენ:

 

ალეკო ელისაშვილი – 5 კანონპროექტი;

ლევან იოსელიანი – 4 კანონპროექტი;

ფრიდონ ინჯია – 2 კანონპროექტი;

ავთანდილ ენუქიძე – 1 კანონპროექტი;

ხათუნა სამნიძე – 1 კანონპროექტი;

ბადრი ჯაფარიძე – 1 კანონპროექტი;

თეონა აქუბარდია – 1 კანონპროექტი;

სალომე სამადაშვილი – 1 კანონპროექტი;

პაატა მანჯგალაძე – 1 კანონპროექტი.

 

ორგანიზაციის თანახმად, საკანონმდებლო ინიციატივის უფლება პარლამენტის 53 წევრს არ გამოუყენებია.

 

ოპოზიციის დიდი ნაწილი ან ბოიკოტის რეჟიმში იყო და სხდომებში მონაწილეობაზე პოლიტიკური მოსაზრების გამო აცხადებდა უარს, ან არ ესწრებოდა სხდომებს. საანგარიშო პერიოდში არც სიტყვით გამოსვლის უფლებით უსარგებლია და არც საკანონმდებლო ინიციატივა წარუდგენია პარლამენტის 12 წევრს, მათ შორის 1 უმრავლესობიდანაა. ესენი არიან: გიორგი გოდაბრელიძე, ლევან ვარშალომიძე, აბდულა ისმაილოვი, მანუჩარ კვირკველია, ვახტანგ კიკაბიძე, სუმბატ კიურეღიანი,  რამაზ ნიკოლაიშვილი , კახაბერ ოქრიაშვილი, დილარ ხაბულიანი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, შალვა ნათელაშვილი, ელენე ხოშტარია.

 

დეპუტატები, რომლებმაც ყველაზე მეტი პლენარული სხდომა არასაპატიო მიზეზით გააცდინეს, არიან:

შალვა ნათელაშვილი _ 68 გაცდენა;

ელენე ხოშტარია _ 68 გაცდენა;

ზურაბ ჯაფარიძე (გირჩი) _ 53 გაცდენა;

გრიგოლ ვაშაძე _ 49 გაცდენა;

ლევან ვარშალომიძე _ 45 გაცდენა.

 

ხოლო დეპუტატები, რომლებმაც ყველაზე მეტი კომიტეტის სხდომა არასაპატიო მიზეზით გააცდინეს, არიან:

იაგო ხვიჩია _ 15 გაცდენა;

ნონა მამულაშვილი _ 14 გაცდენა;

ვახტანგ მეგრელიშვილი _ 14 გაცდენა;

გიორგი ვაშაძე _ 9 გაცდენა;

ხათუნა სამნიძე _ 9 გაცდენა.

 

აღსანიშნავია ასევე, რომ საზღვარგარეთ მივლინებებში პარლამენტის 47 წევრზე 766 860 ლარი დაიხარჯა.

მსგავსი სიახლეები