იაპონიის ქალაქ ატამიში მეწყერის შედეგად დაკარგულ 20 ადამიანს ეძებენ. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეომასალაში მთიდან დაძრული ნაშალი მასა ჩანს, რომელიც ქალაქს დაატყდა თავს. სტიქიამ რამდენიმე სახლი დაანგრია. იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, იშოჰიდე სუგამ სამუშაო ჯგუფი შექმნა, რომელიც რეაგირებას მოახდენს კატასტროფაზე და მასშტაბურ საგანგებო სიტუაციაზე, რომელიც წყნარი ოკეანის სანაპირო ზოლზე ძლიერი ნალექით არის გამოწვეული. სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში პოლიცია, სახანძრო სამსახური და სამხედროები არიან ჩართული.
guria.tv