რიონის ხეობის მცველი ვარლამ გოლეთიანი მაუწყებელთან ინტერვიუში ამბობს, რომ პრაიდის წინააღმდეგ ყოველთვის არსებობდა პროტესტი, რასაც საჭიროდაც მიიჩნევს, რადგან მისთვის პრაიდის თემა უკავშირდება ზნეობას და ყველა იმ საკითხს, რაც ფუნდამენტად უდევს სახელმწიფოს.
“თუ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რატომ არსებობს პროტესტი პრაიდთან დაკავშირებით, როგორც პრო-პრაიდის მხარდამჭერი ადამიანები ამბობენ, რომ რატომ არსებობს პროტესტი – ეს მგონია, საერთოდ, არასერიოზული დაყენებაა საკითხის და ვფიქრობ, რომ განხილვადაც არ ღირს. იმიტომ, რომ ეს პროტესტი პრაიდის მისამართით ყოველთვის არსებობდა და ყოველთვის იარსებებს იმიტომ, რომ ეს არის გარკვეულწილად ზნეობის საკითხი და კიდევ სხვა ბევრ მნიშვნელოვან საკითხს ეხება, რაც ფუნდამენტად უდევს სახელმწიფოს, ამიტომ ვთვლით, რომ ეს პროტესტი საჭიროც არის, არსებობდა და იარსებებს”. – ამბობს ვარლამ გოლეთიანი
გარდა ამისა, გოლეთიანის ამბობს, რომ პრაიდის ორგანიზატორები და პუტინისტი, მოძალადე დაჯფუგებები საბოლოო ჯამში ერთმანეთს კვებავენ. ასევე გოლეთიანი მიიჩვენევს, რომ უნდა გაიმიჯნოს პროტესტის მონაწილე ის ადამიანები, რომლებიც 5 ივლისს ტაძრის ეზოში იდგნენ.
“თუმცა საკითხი დგას ახლა იმაზე, თუ ვლაპარაკობთ, როგორ უნდა იყოს გამოხატული ეს პროტესტი, აქ შეიძლება დავსვათ გარკვეული კითხვის ნიშნები. ის, რაც ვნახეთ 5 ივლისის აქციაზე, ვგულისხმობ ფიზიკურ ანგარიშსწორებებს, რა თქმა უნდა, აქ ბევრი პრობლემაა. სწორედ ეს არის საკვების მიცემა იმ მხარეზე, რომელიც აინიცირებს ამ ღონისძიებას, ვგულისხმობ პრაიდის ორგანიზატორებს და ეს არის ძალადობრივი დაპირისპირება მათი მისამართით, რაც კვებავს იმ პროცესს, თავის მხრივ. საბოლოო ჯამში ვიღებთ ისეთ სურათს, რომ იცინიატორები ამ ღონისძიების და მოძალადე ნაწილი, რომელიც ფიზიკურად უსწორდება ამა თუ იმ პერსონას, საბოლოო ჯამში, ალბათ, ერთმანეთს კვებავენ. ერთად თანაარსებობს ეს ორი პროცესი, ანუ გავმიჯნავდი ის ნაწილს, რომელიც ტაძრის ეზოში იდგა და ლოცვას ესწრებოდა, თავიდან ბოლმდე გავმიჯნავ“ – ამბობს გოლეთიანი.
tabula.ge