ანულირებული ევროპული დოკმენტი და ოკუპანტების შემოთავაზება- კარასინი განცხადებას ავრცელებს

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის გრიგორი კარასინის განცხადებით, რუსეთი მზადაა საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი განიხილოს. იტყობიენება რუსული სააგენტო “ტას”-ი.

“ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ ეს [საჰაერო მიმოსვლის აღდგენა]. ვფიქრობ, რომ ადრე თუ გვიან ეს მოგვარდება”, – თქვა კარასინმა ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ.

ამასთან, კარასინს საჰაერო მიმოსვლის აღდგენის კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია.

 

კარასინმა თქვა, რომ იგი სექტემბერ-ოქტომბერში პირისპირ შეხვედრას გამართავს საქართველოს პრემიერ მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების მოგვარების საკითხში ზურაბ აბაშიძესთან.

“ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს თვეებში ვფიქრობ შემოდგომაზე – სექტემბეროოქტომბერში, შევძლებთ პირადად შევხვდეთ,” – თქვა მან.

მისივე თქმით, შეხვედრის ადგილი ჯერ არ არის შეთანხმებული.

“ეს ყველაფერი დამოკიდებულია პანდემიაზე. ვფიქრობთ, შევათანხმებთ ჩვენი შეხვედრის ადგილს”, – თქვა მან.

კარასინმა დასძინა, რომ იგი აბაშიძესთან ხშირ კონტაქტს ინარჩუნებს ვიდეოსაშუალებებით.

“კონტაქტები საკმაოდ სასარგებლოა, მათ კარგი შედეგები მოაქვს პრაქტიკული საკითხების გადაწყვეტაში, მათ შორის ჰუმანიტარული გეგმის, სატრანსპორტო საკითხების ჩათვლით. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას”, – აღნიშნა მან.

საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა 2019 წლის ზაფხულში, “გავრილოვის ღამის” შემდეგ შეწყდა. რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულებით, რუსულ ავიაკომპანიებს დროებით ეკრძალებათ საქართველოში ავიამიმოსვლა.

 

მსგავსი სიახლეები