რუსეთმა იმ ცენტრს დაარტყა, სადაც უცხოელი ჯარისკაცები იმყოფებოდნენ

ოკუპანტებმა ჟიტომირთან, უკრაინის სპეცოპერაციის ძალების სასწავლო ცენტრი დაბომბეს, სადაც უცხოელი დაქირავებული ჯარისკაცები იმყოფებოდნენ. სარაკეტო თავდასხმისას 100-ზე მეტი სამხედრო დაიღუპა.
,,მაღალი სიზუსტის საჰაერო გაშვების რაკეტებმა უკრაინის ჟიტომირის რაიონის ოვრუჩის დასახლებასთან შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების საწვრთნელ ცენტრს დაარტყეს, სადაც უკრაინაში ჩასული უცხოელი დაქირავებულები იმყოფებოდნენ“ – აცხადებენ უკრაინის თავდაცვის უწყებაში.

მსგავსი სიახლეები