Edison Research: „ოცნების“ გამოკითხულ მხარდამჭერთა 17% ხმას გახარიას მისცემს

Edison Research–ის საზოგადოებრივი კვლევის მიხედვით, იმ გამოკითხული მოქალაქეების 65%, რომელთაც საპარლამენტო არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ მისცეს ხმა, ამბობს, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე მხარს კვლავ მმართველ გუნდს დაუჭერს, 17% ამბობს, რომ ხმას გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“ მისცემს, ენმ–ს – 3%, სტრატეგია აღმაშენბელს – 2%, ლეიბორისტულ პარტიას – 2%, ლევან ვასაძეს – 2%, 1–1 %–ს მიიღებენ „ლელო, პატრიოტთა ალიანსი, გირჩი –მეტი თავისუფლება, გირჩი.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია “ფორმულას” დაკვეთით ავტორიტეტულმა კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.

კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. მათ შორის, 800 თბილისში, 700 დედაქალაქს გარეთ. კვლევა 7 ივნისისა – 19 ივნისის პერიოდში ჩატარდა. შედეგების ცდომილება +/- 3%-ია.

 

მსგავსი სიახლეები