ტყუილს შეუძლია ნახევარი მსოფლიო მოიაროს, სანამ სიმართლე თასმების შეკვრას დაიწყებს

პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრი კახაბერ ქემოკლიძე :
„ტყუილს შეუძლია ნახევარი მსოფლიო მოიაროს, სანამ სიმართლე თასმების შეკვრას დაიწყებს” – მეგობრებო ადრეც გითხარით და კიდევ გაგიმეორებთ – ჩვენ თასმებს სწრაფად ვიკრავთ !
ტყუილებით, fake-ით, “დეზ”-ებით ვერ გადაფარავთ სიმართლეს!
მაშინ როდესაც ვაშინგტონში უკვე შევხვდით საქართველოს ნამდვილ მეგობრებს
(NED-ის, NDI-ის, IRI-ის ხელმძღვანელებს; სახელმწიფო დეპარტამენტში სახელმწიფო მდივნის ორ თანაშემწეს, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ერთ-ერთი საკვანძო დეპარტამენტის დირექტორს, ატლანტიკური საბჭოს საუკეთესო მკვლევარებს, მის მოქმედ და NED-ის მომავალ პრეზიდენტს, NDI-ის ყოფილ და NED-ის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტს) და დღეს უკვე ვხვდებით მნიშვნელოვან პოლიტიკური თანამდებობის პირებს, სხვა ვერაფერი მოიფიქრეს და სააკაშვილთან შეხვედრა შეთხზეს , ისევე როგორც ორი/სამი კვირის წინ ყვარელში ვიზიტისას გახარიას “პარიზში გაფრენა” დააბრალეს .
მეგობრებო, რიტორიკული კითხვა – სააკაშვილის ხელისუფლებას რომ აძაგებდით, ვითარება ხომ არ გეცნობათ უკვე ახალი 9 წლის თავზე?!
P.S. მაშინ როდესაც “ოცნება” “რეალ ტვ”-ის ინსტრუმენტებით ჩვენს წარმატებულ ვაშინგტონურ ტურნეს ებრძვის, ჩვენ ამერიკელებს ვაქცინების მსხვილი პარტიის საქართველოსთვის გადმოცემაზე ვემუშავებით. დიახ, ეს არის სახელმწიფოებრივი აზროვნება და არ აქვს მნიშვნელობა შენ ხარ ხელისუფლებაში და თუ ოპოზიციაში! მხოლოდ #საქართველოსთვის .

მსგავსი სიახლეები