„სამოქალაქო განვითარების დამონიტორინგის ცენტრი“-ის (CDMC) ანგარიში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით.
ორგანიზაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით 105 დამკვირვებელი ჰყავდა, რომლებიც გადანაწილებულები იყვნენ სხვადასხვა ქალაქებსა და რაიონებში, სადაც აქტიურად აკვირდებოდნენ როგორც საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესს ასევ საარჩევნო უბნის გარეთ მიმიდინარე მოვლენებს.
ორგანიზაციის დამკვირვებელთა მხრიდან გამოვლინდა შემდეგი სახის დარღვევები :
მთელი დღის განმავლობაში საუბნო კომისიის თანამშრომლები და მმართველი პარტიის დამკვირვებლები, აწყოდებოდნენ სხვადასხვა სახის დაბრკოლებას, რითც ხელს უშლიდნენ დამოუკიდები დამკვირვებლებს თავისუფალი და გამჭვირვალე დაკვირვების პროცესს. CDMC-მ გამოავლინა დამკვირვებლების წინააღმდეგ მუქარის, საარჩევნო კომისიების მხრიდან მონიტორინგის პროცესის შეფერხების, სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ვერბალური თავდასხმის და უბნიდან გაძევების ფაქტები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დამკვირვებლები მარკირების წესის დარღვევაზე შენიშვნებს აფიქსირებდნენ.
ასევე გამოვლინდა მარკირების წესების დაუცველობის დარღვევა, რაც გამოიხატებოდა სხვადასხვა ფორმით – ამომრჩეველს არ უკეთებდნენ მარკირებას ან უსვამდნენ კითხვას, სურდა თუ არა მარკირების სითხის დასხმა. გარდა ამისა, ზოგ შემთხვევაში სპეციალური ფანარი მარკირებას არ აღიქვამდა და ამომრჩეველს აძლევდა საშუალებას, უბანზე სათანადო შემოწმების გარეშე შესულიყო.
ამასთანავე, დაფიქსირდა ხმის მიცემის შემთხვევები იმ ამომრჩევლების მიერ, რომლებსაც მარკირების კვალი ემჩნეოდათ. აგრეთვე, გამოვლინდა ორმაგი ვერიფიკაციის, ასევე, ერთი და იმავე მოქალაქის მიერ ერთზე მეტჯერ ხმის მიცემის შემთხვევები, რაზეც სხვა სადამკვირვებლო მისიებისგან განცხადებებიც გაკეთდა.
მთელი დღის განმავლობაში უბნის გარეთ ფიქსირდებოდა დაძაბულობა, მოსული ამომრჩევლების მიმარათ და მიმიდინარეობდა მათი აღრიცხვვა ქართული ოცნების ეგრედწოდებული კოორდინატორების მხრიდან. ასევე ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დააფიქსირეს ხელისუფლებასთან დაახლოებული დაჯგუფებების მიერ, დამკვირვებლებზე თავდასმისადა ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტები. ორგანიზაციის მიერ შეძლებისდაგვარად მიმდინარეობს თავდამსხმელი პირების იდენტიფიცირების პროცედურა და შემდგომ იდენტიპიცირებულ პირებზე ინფორმაციის გადაცემა, სამართალ დამცველ ორგანოებზე.
ასევე აქტიურად ფიქსირდებოდა ჟურნალისტებისთვის საქმიანობაში ხელშეშლა, კომისიის წევრების მიერ ფუნქციების არაჯეროვანი შესრულების, უკანონო აგიტაციის ფაქტები, ასევე, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებული სხვა ხარვეზები. უბნის დახურვის შემდგომ დაფიქსირდა ბიულეტენის ბათილობასთან, ჩანაწერთა წიგნის დალუქვასა და საარჩევნო უბნის დოკუმენტაციის გაცნობასთან დაკავშირებული დარღვევები.
ასევე გამოვლენილი იქნა რიგი ტექნიქური ხარვეზები, რაზედაც ორგანიზაციის მხრიდან მოხდება ინფორმაციის მიწოდება ცენტრალური საარჩევნო კომიისიისთვის და თან დაერთვება რეკომენდაციებიც.
„სამოქალაქო განვითარების დამონიტორინგის ცენტრი“-ის (CDMC) ველოდებით საბოლოო დათვლის შედეგებს და ასევე ყველა საჩივრის განხილვას რაც კი არჩევნების დღეს დაფიქსირდა, რის შემდეგაც ორგანიზაცია გააკეთებს საბოლოო განცხადებას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით.