ქართული ოცნების ყოფილი წევრი და ამჟამად არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო განვითარების და მონიტორინგის ცენტრის” ხელმძღვანელი გიორგი ყუფარაძე თავის facebook გვერდზე წერს:
გილოცავთ ერო და ბერო, ხელისუფლებამ ერთ წელიწადში 231 მილიონის ჯარიმა გამოგვიწერა, ამ დროს კი თავისთვის პრემია დანამატების ისევ შემოღებას აპირებენ რომ ამ ჩვენგან წაგლეჯილი ფულით ათასობთ ლარი გამოიწერონ.
ეხლა დაიწყებენ ოცნების, ყველაფერის მკადრებელი და გამპრავებელი გიენები, კლავიატურაზე ბრაგუნს, რომ თურმე სხვაგანაც არის ჯარიმებიო, ევროპა ამერიკაშიცო…
დიახ არის მაგრამ იქ ჩვენზე ასჯერ უკეთესი ცხოვრებაა და შემოსავლებიც ანალოგიური აქვთ, აი ჩვენთან კი ჯარიმების ოდენობა თითქმის საარსებო მინიმუმს უტოლდება.
ასევე, ეს ჯარიმები მხოლოდ ჩვეულებრივ მოსახლეობაზე იწერება და არა, რომელიმე მაღალჩინოსნის ოჯახის წევრის ან თვითონ მათ მანქანებზე.
აქვე ასე საჯაროდაც და შემდგომ ოფიციალურადაც, მივმართავ მათ, რათა გასაჯაროვდეს ყველა მათი და მათი ოჯახის წევრების მანქანებზე გამოწერილი ჯარიმები







