გიორგი გახარია მარტვილში მოსახლეობას შეხვდა – ხალხი,დაიღალა უიმედობით, გაურკვევლობით, ქაოსით

დაიღალა უბრალოდ ხალხი,დაიღალა უიმედობით, გაურკვევლობით, ქაოსით

პარტია „საქართველოსთვის“  თავჯდომარე – გიორგი გახარია მარტვილში მოსახლეობას შეხვდა. 

„აღარ არის დრო ჭორაობის, მიტინგების, ქუჩაში სირბილის, ქაოსის, დრო არის უბრალოდ შრომის და თუ ვიღაცას ეს არ შეუძლია, ახალგაზრდას უნდა დაუთმოს გზა. იმდენი კარგი ახალგაზრდაა და ხანდახან იტყვიან ხოლმე, რომ საქართველოში არის კადრების პრობლემა. არ არის საქართველოში კადრების პრობლემა, მე ვარ ამის მოწმე, ეკონომიკის მინისტრი ვიყავი, შინაგან საქმეთა მინისტრი, თუ პრემიერი – მე არ გამჭირვებია ადამიანების პოვნა.

მთავარია რო არ ეძებო ნათესავი, მეზობელი, ბიძაშვილი და ეძებო ღირსეული, განათლებული, კეთილსინდისიერი ადამიანი –  უეჭველად იპოვი, იმიტომ რომ ასეთი ადამიანი ბევრია. ზოგი საზღვარგარეთ არი, ზოგი აქ არის – თავის საქმეს აკეთებს და საერთოდ ხმაური არ უნდა. დაიღალა უბრალოდ ხალხი,დაიღალა უიმედობით, გაურკვევლობით, ქაოსით.“ – განაცხადა გიორგი გახარიამ მარტვილის მოსახლეობასთან შეხვედრისას.

მსგავსი სიახლეები