ეს დარტყმები ორი რამითაა მნიშვნელოვანი… არ არის გამორიცხული, ირანი მესამე სახელმწიფოს გამოყენებას შეეცადოს” – ახლო აღმოსავლეთი ფართომასშტაბიანი ომის ზღვარზე: რა შეიძლება მოხდეს
ისრაელმა წუხელ ირანის ბირთვულ პროგრამაზე დარტყმები განახორციელა. ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის განცხადებით, ისრაელმა დაიწყო “პრევენციული, ზუსტი, კომბინირებული შეტევა“ ირანის ბირთვულ პროგრამაზე დასარტყმელად.მისი თქმით, დარტყმები იყო პასუხი „ირანის რეჟიმის მხრიდან ისრაელის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიაზე“.
- თავდაცვის ძალებში განმარტავენ, რომ ისრაელის საჰაერო ძალების ათობით გამანადგურებელმა თავდასხმის პირველი ეტაპი განახორციელა, რაც მოიცავს „ათობით სამხედრო სამიზნეზე, მათ შორის ირანის სხვადასხვა რაიონში ბირთვულ სამიზნეებზე დარტყმებს“.
ირანის პასუხმაც არ დააყოვნა და უკვე ცნობილი ხდება, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით ასზე მეტი დრონი გაუშვა. ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენელმა, გენერალმა ეფი დეფრინმა განაცხადა, რომ ისრაელი მათ განეიტრალებაზე მუშაობს. ირანიდან გაშვებულ დრონებს ისრაელამდე მიღწევისთვის რამდენიმე საათი დასჭირდება.
ambebi.ge