ა/ო “სამოქალაქო განვითარების და მონიტორინგის ცენტრის” ხელმძღვანელი გიორგი ყუფარაძე,
“დიდი პროტესტია საჭირო და თუ გინდათ დიდი მასა ქუჩაში ესე უნდა მოიქცეთ:
1) პირველ რიგში, აქციაზე “მიშაფრიი” ხალხი არ უნდა დააყენოთ, მარტო მაგის გამო არ გამოდის ხალხის ნახევარზე მეტი გარეთ. მუშაობს ქოცების პროპაგანდა და კომპლექსი აქვთ ხალხს.
არ იქნება “მიშაფრიი” და ორჯერ მეტი ადამიანი მოვა აქციაზე.
2) ერთი-ორი კარგი ორატორი რა გახდა, გამოდის ხალხი ასმენინებთ ვიღაც გაურკვეველი ადამიანისგან ლექსებს და იშლებით.
კარგი ორატორები, აქციაზე მუხტის ასაწევად და მხოლოდ და მხოლოდ გამოსვლები იმ კონკრეტულ თემაზე რა მოთხოვნაცაა… არ შესრულდება უნდა დაიძაბოს და ხალხიც წამოვა მაგაზე. “უმრავლესობა ზუსტად დასაძაბად გამოდის ამდენი ხანია”. არის ბევრი ხალხი ერთი მოთხოვნით, ხმაურიი… ვერსად გაექცევიან, აუცილებლად შეასრულებენ იმას რაც მოთხოვნა იქნება.
3) ტელევიზიებში, ახალი სახეები, ესენიც კარგად დამუხტულები რომ მაყურებელზეც გადავიდეს ეგ მუხტი. (ვინც გადასამალია ეკრანებიდან უნდა გადაიმალოს და კი მოხვდებით ვინც). დაიღალა ხალხი ერთი და იგივეთი.
ესე გავა ქვეყანა სასურველ შედეგზე. (ქვეყანა და არა რომელიმე პარტია).
პ.ს. დრო არის და დიდი აქციისთვის კარგად ორგანიზებას და ხალხთან გასვლას თუ ვერ ახერხებთ, გვითხარით და ჩვენც დაგეხმარებით (რათქმა უნდა უფასოდ).
ესე თუ არ გაკეთდა და დიდი პროტესტი არ აგორდა, ისე ჩქარა მიაქანებენ პროცესებს, ზაფხულიდან ჩვენ ბავშვებს, უკვე რუსეთის ჯარში გაიწვევენ.”