5 ივლისს, ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობასთან დაკავშირებით, მოსამართლემ საბოლოო განაჩენი გამოაცხადა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, დავით კუტალაძეს, ოთარ გელაშვილს, ცოტნე ჩიხლაძეს, აკაკი ნაკაშიძეს, თორნიკე დავლაშერიძესა და გია გიგუაშვილს 5 წლიანი პატიმრობა მიესაჯათ.
საუბარია ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე. მათ შორის, „ტვ პირველის” ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე, რის შემდეგაც, კერძოდ რამდენიმე დღის შემდეგ, ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა.
მოსამართლე ნინო ელიეშვილმა ექვსივე ბრალდებული ყველა ბრალდებაში დამნაშავედ ცნო.
შეგახსენებთ, რომ ძალადობა რუსთაველის გამზირზე მოხდა, რომელიც ლგბტ თემის ღონისძიებებს უკავშირდებოდა. საქმეში დაზარალებულია 47 ჟურნალისტი.