ინდური შტამი თუ გავრცელდება, შესაძლოა, ამან ხელი შეუწყოს მეოთხე ტალღის დაჩქარებას – თენგიზ ცერცვაძე

ინდური შტამი თუ გავრცელდება, შესაძლოა, ამან ხელი შეუწყოს მეოთხე ტალღის დაჩქარებას. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მეოთხე ტალღა იქნება თუ არა საქართველოში დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად დაიცავს მოსახლეობა რეგულაციებს.

“მეოთხე ტალღას ამბობენ აგვისტოს ბოლოს, სექტემბრის დასაწყისში. საქართველო ახლა ის ქვეყანაა, სადაც პრაქტიკულად ყველა რეგულაცია, შეზღუდვა მოიხსნა, გარდა ხანმოკლე კომენდანტის საათისა, მაშინ როცა ბევრ ქვეყანაში ისევ დარჩა ბევრი შეზღუდვა, თუმცა ნელ-ნელა ამსუბუქებენ. კლინიკური სექტორი მთლიანად მზად არის, რომ ის ცალკეული შემთხვევები, რომელიც ამ შეზღუდვის მოხსნის შემდეგ იქნება, ისე მართოს, რომ სიკვდილიანობა იყოს მინიმალური. პაციენტების მიღებაც ახლაც საათივით არის აწყობილი, არც ერთი დაგვიანება და შეფერხება, მაგრამ მეოთხე ტალღა იქნება თუ არა, ჩვენთან მთლიანად დამოკიდებულია იმაზე, შეასრულებს თუ არა მოსახლეობა რეგულაციებს. პირბადეები, პირბადეები, პირბადეები. ე.წ. ინდური შტამი თუ გავრცელდება, შესაძლოა, ამან ხელი შეუწყოს მეოთხე ტალღის დაჩქარებას”, – განაცხადა ცერცვაძემ

 

წყარო: ghn 

მსგავსი სიახლეები