აშშ-მ 5 მილიონი ჯილდო დააწესა მათთვის, ვინც ოლიგარქების ქონების გამოვლენაში დაეხმარება

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო 5-მილიონიან ჯილდოს აწესებს მათთვის, ვინც იმ ოლიგარქების ქონების გამოვლენაში დაეხმარება, რომლებიც რუსეთს ეხმარებიან

 

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა მზად არის, გადაიხადოს 5 მილიონი დოლარი დახმარებისთვის, რომლითაც იმ კორუმპირებული ადამიანებისა და ოლიგარქების იახტების, უძრავი ქონების და ანგარიშების გამოვლენა მოხდება, რომლებიც რუსეთის ხელისუფლებას უკრაინის წინააღმდეგ ომის კამპანიაში ეხმარებიან.

ასეთი პირობებს აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

„ფინანსთა სამინისტრომ მიიღო კანონიერი უფლებამოსილება, შესთავაზოს ხუთი მილიონი დოლარის ოდენობის ჯილდო ინფორმაციისთვის მას, ვინც დაეხმარება შეზღუდვასა და დაპატიმრებაში, კონფისკაციასა და ამერიკის ფინანსური სისტემებიდან მოპარული აქტივების დაბრუნებაში“ , – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები