“უკრაინაში აფხაზეთიდან ჩასული მე-7 რუსული ბაზის სამხედროების ნაწილი განადგურებულია”

უკრაინაში აფხაზეთიდან ჩასული მე-7 რუსული ბაზის სამხედროების ნაწილი და ტექნიკა განადგურებულია – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინელი ჟურნალისტი იური ბუტუსოვი ავრცელებს.

მისივე ცნობით, ისინი ვინც შეტევას გადაურჩნენ, ტექნიკა ადგილზე მიატოვეს და გაიქცნენ.

ცნობისთვის, 7 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან და აფხაზეთიდან, იქ განთავსებული სამხედრო ბაზებიდან სატანკო ბატალიონების ეკიპაჟები რუსეთში გადაიყვანეს.

რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურის ცნობით, სატანკო ეკიპაჟები სატანკო ბიათლონში მონაწილეობისთვის მოემზადებოდნენ და კონკურსის მონაწილეები იასპარეზებდნენ თანამედროვე T-72B3 ტანკებით:

თუმცა ადგილობრივები აცხადებდნენ, რომ წვრთნა მხოლოდ მიზეზია და რუსული სამხედრო ბაზებიდან გაწვეული სატანკო ეკიპაჟების წევრებს უკრაინისკენ აგზავნიდნენ.

მსგავსი სიახლეები