22 ივნისს თბილისის რამდენიმე რაიონსა და ქუჩას ელექტრომომარაგება შეეზღუდება

22 ივნისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

გლდანის რაიონი

01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, „ა“ მიკრორაიონების, ხიზამბარელის, ხიზანიშვილის, გმირ კურსანტთა, ქერჩის, სარაჯიშვილის, ილორის, ზარზმის, წყალსადენის და ჭედიას ქუჩების მოსახლეობას.

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, ა მიკრორაიონების, ხიზამბარელის, ხიზანიშვილის, გმირ კურსანტთა, ქერჩის, სარაჯიშვილის, ილორის, ზარზმის, წყალსადენის და ჭედიას ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის და კრწანისის რაიონები

01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ერეკლე მეორის მოედნის, კალისტრატე ცინცაძის, ლეონიძის, ავლევის, ყავლაშვილის, ვერცხლის, ოქრომჭედლების, დიუმას, ნიშნიანიძის, იეთიმ გურჯის, ჩახრუხაძის, ჩიკვაიძის, შავთელის, ნაკაშიძის და ბარათაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოლმეურნეობის მოედნის, მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიის, ვეკუას, ჭანტურიას, ხაზინის, ფხოვის, ბარათაშვილის, ათონელის, სულხანიშვილის, გოგჩას, ფურცელაძის, სანაპიროს, მტკვრის, ორბელიანის, ტელეგრაფის, ხიდისთავის, თაბუკაშვილის და ჯორჯიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ლილოს დასახლების, სადგური „ლილოს“, საქსოფმშენის დასახლების, საქსოფმანქის დასახლების, საქნავთის დასახლების, ლოჭინის, ჭირნახულის, ფრანგულიანის, ღლონტის, ორახელიძის, იუმაშევის და გოკიელის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების (ნაწილობრივ), მახათის მთის, ხუდადოვის და გედევანიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კიკეთის და ბეთანიის მოსახლეობას.

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გაბაშვილის, მარუხის გმირების და ტიციან ტაბიძის ქუჩებს მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის, რობაქიძის გამზირის და დიღმის მასივის V კვარტლის მოსახლეობას.

მსგავსი სიახლეები