14 წლის ბავშვს 38 ლარი ჰქონდა მოპარული, დედამისს უთხრეს, 20 ათასი ლარი გადაიხადეთ, რომ არ მოვუსაჯოთო

პოლიტიკური პარტია “ქართული დასის” ლიდერი ჯონდი ბაღათურია მედია სააგენტო „24“-თან, მიხეილ სააკაშვილზე და წინა ხელისუფლებაზე საუბრისას, ამბობს:

განაჩენი – 6 წელი, რა არის? მხოლოდ ეს არის მისი დანაშაული? პრეზიდენტი რომ იყო მისივე დიქტატით უსჯიდნენ, ბევრად მეტს თუნდაც არასრულწლოვანებს. რამდენიმე საქმე შემიძლია გითხრათ. ჩემთან მოდიოდნენ პატიმრების მშობლები და ბევრი ფაქტი ვიცი. 10 წელი მიუსაჯეს ბავშვს, რომელმაც დუშეთში გადაგდებული ჟანგიანი რადიატორი მოიპარა ჯართში ჩასაბარებლად. 9 წელი – ღვინის ბოცის მოპარვისთვის. ამხელა სასჯელს უსჯიდნენ ან სთხოვდნენ გამოსასყიდს საპროცესო შეთანხმების სახით 20 ათას ლარს. ჟურნალისტები წავიყვანე იმ ბავშვის სახლში, ვაკეში, ცხვედაძეზე და ოპერატორებს იქ შესვლის შეეშინდათ, არ ჩამოინგრესო. მამა არ ჰყავდა, მარტოხელა დედა ზრდიდა, უმცროს ძმასთან ერთად. 14 წლის იყო, სულ ხუთნი იყვნენ. ორი – 12 წლამდე და მათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ ეკისრებოდათ. ორზე აღძრეს და ჯამში 5 ეპიზოდიდან, სულ მოპარული ჰქონდათ 38 ლარი. დედამისს უთხრეს, 20 ათასი ლარი გადაიხადეთ, რომ არ მოვუსაჯოთ 10 წელი, საპროცესო შეთანხმება გავაფორმოთო. ეს საქმე ვერაფრით დავალაგე. ლაშა თორდია იყო ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მაშინ და ხშირად მეხმარებოდა პროკურატურასთან კომუნიკაციაში. რომელი თემაც ვერ ლაგდებოდა, მერე პარლამენტის ტრიბუნიდან ვაძლევდი რეზონანს. ეს ის თემაა, რომელიც ვერ დალაგდა, მაგრამ მაინც გავაკეთეთ ამ ბავშვების საქმე – რაც უნდოდათ, ის ვერ მიუსაჯეს. სააკაშვილს 6 წელი რომ აქვს მისჯილი, ეს რა არის?

წყარო: alia.ge

მსგავსი სიახლეები