ცესკო-ს თავმჯდომარის კანდიდატურები შერჩეულია

ცესკო-ს თავმჯდომარის კანდიდატურები შერჩეულია კანონთან სრულ შესაბამისობაში – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ამერიკის საელჩოში საზეიმო მიღებიდან გამოსვლისას ჟურნალისტებს განუცხადა.

“ყველანი ვართ ჩართული რეფორმაში და მოწადინებული ვართ, რომ ეს პროცესი წინ წავიდეს. უნდა შესრულდეს ყველა ის დაპირება, რაც გავაკეთეთ. რაც შეეხება ცესკო-ს თავმჯდომარის კანდიდატურას, ისინი შერჩეულია სრულიად კანონთან შეთანხმებაში, წარმოგვიდგინეს უნივერსიტეტებმა კანდიდატები და იქიდან არიან შერჩეულები. ვფიქრობ, აქაც იქნება ძალიან გამჭვირვალე პროცესი, ძალიან წყნარი პროცესი, დაველოდოთ შედეგებს”. – აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი.

მსგავსი სიახლეები