შეშფოთებული ვარ საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ნაჩქარევი დანიშვნის გამო – „კლანური“ სისტემა სასამართლოში ძირს უთხრის კანონის უზენაესობას, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელში წერს.
„ძალიან შეშფოთებული ვარ საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ნაჩქარევი დანიშვნის გამო. როგორც 19 აპრილის შეთანხმება ამბობს, ამბიციური სასამართლო რეფორმა გადამწყვეტია და მიბმულია ევროკავშირის მიკროსაფინანსო დახმარებასთან. ვენეციის კომისიის უგულებელყოფა ბრძნული გადაწყვეტილება არ არის. „კლანური“ სისტემა სასამართლოში ძირს უთხრის კანონის უზენაესობას!“, – წერს ვიოლა ფონ კრამონი „ტვიტერში“.