სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ხავიერ კოლომინა აცხადებს, რომ ალიანსი და მოკავშირეები საქართველოში რეფორმების განხორციელების დონით შეშფოთებულები არიან. ამის შესახებ მან ფორმულასთან ინტერვიუში ისაუბრა.
“ჩვენ ძალიან კმაყოფილი ვართ საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობით, პრაქტიკული თანამშრომლობით, თქვენს ქვეყანასთან პოლიტიკური დიალოგის დონით. ამ ფონზე შეშფოთებული ვართ იმ რეფორმების განხორციელების დონით, რომლებსაც ჩვენ ვითხოვთ. ეს რეფორმები მოთხოვნილი იყო მრავალი ფორმით.
ბოლო ყოველწლიურ ეროვნულ გეგმაში აღვნიშნეთ 10 რეკომენდაცია, ძირითადი არის სასამართლო, საარჩევნო რეფორმა და უსაფრთხოების სექტორი. ამ რეფორმების განხორციელების ტემპი არ არის ისეთი, როგორიც გვინდა ვნახოთ. ბოლო 1 წელში, წელიწად-ნახევარში პროცესები გაჩერდა”, — აღნიშნა მან.
მისი თქმით, ერთ-ერთი, რაც საქართველომ უნდა გააკეთოს, არის რეფორმების გზის აღდგენა, რათა დაიბრუნოს “რეფორმების ჩემპიონის ტიტული”, რომელიც ჰქონდა.