ფეისბუქ-გვერდის მფლობელს სხვა პირთა მიერ მის პოსტზე დატოვებულ კომენტარებზე პასუხისმგებლობა ეკისრება

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს „სანჩესი საფრანგეთის წინააღმდეგ” საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ პოსტზე ღია წვდომის და კომენტარების დატოვების უფლების შეუზღუდველობის შემთხვევაში აკაუნტის მფლობელი პასუხისმგებელია სიძულვილის ენის შემცველ კომენტარებზე.

2011 წლის 27ოქტომბერს ნაციონალური ფრონტის დეპუტატობის კანდიდატმა ჟიულენ სანჩესმა თავის ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში პოლიტიკური ოპონენტი, იმ დროს ქალაქ ნიმის მერის მოადგილე გააკრიტიკა.

პოსტის ქვეშ სანჩესის რამდენიმე მომხრემ მისი მოწინაღმდეგის დახასიათებისას სიძილვილის ენა გამოიყენა. სიძულვილის ენის შემცველი კომენტარი დატოვა. „მან ნიმი ალჟირად აქცია”, „ნარკოტიკებით ვაჭრობას მუსლიმები აკონტროლებენ”, „მასაჟის სალონებში პროსტიტუციაა”, – დაწერეს მათ.

ისლამის მიმდევარმა სანჩესის პოლიტიკურმა ოპონენტმა სასამართლოს მიმართა და პოსტზე მუსულმანების შეურაცხმყოფელი და მათთდამი სიძულვილის გამღვივებელი კომენტარების გამო სანჩესი თავდაპირველად 5000 ევროთი დააჯარიმეს, მისი მიერ შეტანილი აპელაციის შემდეგ კი ჯარიმა 3000 ევრომდე შეამცირეს.

2015 წელს სანჩესმა საფრანგეთის სასამართლოს გადაწყვეტილება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გააასაჩივრა. იგი ამტკიცებდა, რომ საფრანგეთის სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით ხელყო გამოხტვის თავისუფლება. გარდა ამისა, იგი აღნიშნავდა, რომ მეტად დატვირთული გრაფიკის გამო მას არ შეეძლო გაეკონტროლებინა მის გვერდზე დატოვებული ყველა კომენტარი.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არ გაიზიარა სანჩესის არგუმენტები და მიიჩნია, რომ იგი ვალდებული იყო მისი პოსტის ქვეშ დატოვებული სიძულვილის ენის შემცველი კომენტარი აეღო არა ექვსი კვირის შემდეგ, არამედ მაშინვე, როგორც კი მისთვის ამის შესახებ ცნობილი გახდა (სიძულვის ენის შემცველი ერთ-ერთი კომენტარის ავტორს მეორე დღეს დაუკავშირდნენ, მან განაცხადა, რომ არ იცოდა, პოსტს და მის კომენტარს ყველა თუ ხედავდა, აიღო კომენტარი და შემდეგ პირადად ჩააყენა საქმის კურსში სანჩესი).

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლოს გადაწყვეტილება შვიდიდან ერთმა მოსამართლემ არ გაიზიარა.

IPRESS

მსგავსი სიახლეები