ქუჩები თბილისში, სადაც წყალი საღამომდე შეწყდება – გადაამოწმეთ მისამართები

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.

კომპანიის ცნობით, ქუჩების ნაწილს წყალი 8 საათით შეუწყდება.

დღეს ვაკის რაიონში, ბაგების სატუმბო სადგურში წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება.

„სამუშაოების მიმდინარეობისას 12:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: კაკლების დასახლებას, მიხეილ ქორგიას, გაზდელიანის, მაჩაბლის, ნუშის ბაღების, ბათიაშვილის, იმედაძის, კაკლების ქუჩას თავისი შესახვევებით, თბილისის, მშვიდობისა, უჩანეიშვილის ქუჩებს , ჭავჭავაძის გამზირის N82, N83 , N84 ნომრებს.

მსგავსი სიახლეები