ევროკავშირი რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციებს უწესებს

უკრაინის გამო ევროკავშირი რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციებს უწესებს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს, 22 თებერვალს, მას შემდეგ მიიღეს, რაც რუსეთმა დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონები „დამოუკიდებელ რესპუბლიკებად” აღიარა.

სანქციები ასევე შეეხება ბანკებსა და თავდაცვის სექტორს და შეუზღუდავს რუსეთს წვდომას ევროპულ ბაზარზე.

როგორც Reuters წერს, რუსეთის დუმის ქვედა პალატის ყველა წევრს დაემუქრება ევროკავშირის სანქციები, რომლებიც, როგორც წესი, გულისხმობს მოგზაურობის აკრძალვას და აქტივების გაყინვას.

„სანქციების ეს პაკეტი, რომელიც ერთხმად იქნა დამტკიცებული წევრი ქვეყნების მიერ, რუსეთს ძალიან დააზარალებს“, – განაცხადა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლმა ჟოსეფ ბორელმა.

მსგავსი სიახლეები