ნიკოლოზ ცხვარაძე – ტენდერები და დარღვევის კონკრეტული ფაქტები

სამოქალაქო განვითარების და მონიტორინგის ცენტრი

ნიკოლოზ ცხვარაძე

ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაცია, სამოქალაქო განვითარების და მონიტორინგის ცენტრი აქტიურად აკვირდება იმ მოვლენებვს, სადაც იკვეთება სავარაუდო კორუფციული დანაშაული და განსაკუყთრებით იქ სადაც ხდება სახელმწიფო ტენდერები. ზოგადად, როგორც ხდება სახელმწიფო ტენდერები, სპეციალური საიტების მეშვეობით, ეს ყველამ კარგად ვიცით. მაგრამ მე მინდა დღეს შევეხო ერთ კონკრეტულ კომპანიას, რომელშიც ჩვენნი აზრით, იკვეთება სავარაუდო დანაშაულის ნიშნები.

ეს კომპანია არის შპს “ contraction service “ , რომელიც 2014 წლიდან აქტიურად მონაწილეობას იღებს სხვადასხვა სატენდერო წინადადებებში. მოტანილი მაქვს 44 ტენდერი, რომელთა ღირებულებაც არის თითქმის 80 მილიონი ლარი. 44- ტენდერიდან 10 ვადაგადაცილებულია, ანუ თანხა არის აღებული თუმცა საქმე არ არის შესრულებული. ერთი არის შეწყვეტილი, ვალდებულებების არ შესრულების გამო, ხოლო დანარჩენი 33 არის მიმდინარე.

მე თქვენ მოგიყვებით კონკრეტულ ფაქტებს, მაგალითად: საქართველოს რკინიგზის ტენდერი, გამოცხადებულია 2014 წელს, 131 ათასი ლარის ოდენობით, შეწყდა ვალდებულებების არ შესრულების გამო.
მეორე, ახმეტის მუნიციპალიტეტის ტენდერი 77 ათას 114 ლარის ოდენობით. ვადაგადაცილება შეადგენს 1193 დღეს, დაახლოებით 3 წელს. ეს არის საბიუჯეტო ტენდრები, დაფინანსება ხდება ამ შემთხვევაში ახმეტის მუნიციპალიტეტის მიერ. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს არის ჩემი, თქვენი ფული, რომელსაც ჩვენ ვრიცხავთ ბიუჯეტში, ჩაერიცხა ამ კომპანიას. მან ფული აიღო, თუმცა ვალდებულებები არ შეასრულა. 1193 დღიანი ვადაგადაცილების პირობებში, მინდა ვთქვა, რომ თანხის 98%, 173 ათას 893 ლარი არის უკვე გადახდილი.
შემდეგიო არის , შპს “სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ 2017 წელს, ერთ დღეს გამოცხადებული სამი ტენდერი, სამივე არის ვადაგადაცილებული, თითოეული მათგანის ვადაგადაცილების დღეს შეადგენს 1183 დღეს, სამართლიანობისთვის აღვნიშნავ, რომ ამ შემთხვევაში ჩარიცხვები არ ჩანს.
ახლა უკვე იწყება საინტერესო, ძირითადად საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტენდერები. 2017 წელს გამოცხადებული ტენდერი 96 ათას 523 ლარის ოდენობით, ვადაგადაცილება შეადგენს 981 დღეს, ამ თანხის თითქმის 100% არის გადახდილი ასევე ბიუჯეტიდან.
შემდეგი არის იგივე დეპარტამენტი, 840 დღე ვადაგადაცილება, თანხა გადახდილია თითქმის მილიონი ლარი 995 ათას ლარზე მეტი, ეს არის მთლიანი ოდენობის 95%, თუმცა რატომ არის გადახდილი ამას ვერ გეტყვით.
შემდეგი გვაქვს კვლავ იგივე დეპარტამენტი 244 ათას ლარიანი ტენდერი. 966 დღიანი ვადაგადაცილება. მე მსურს, თქვენ კარგად გაიგოთ თუ რა ხანგრძლივობის ვადაგადაცილებებზეა საუბარი. ეს უკვე ვადაგადაცილება აღარ არის ბოდიშით და ეს არის უკვე „ფეხებზე დაკიდება“. უკვე გადახდილია თანხის 93% , ეს არის 245 ათასი ლარი ბიუჯეტიდან.
შემდეგი არის აბაშის მუნიციპალიტეტი, ასევე ვადაგადაცილება 42 დღე,  თანხის 100% პროცენტი,  ნახევარ მილიონზე მეტი არის გადახდილი.
გორის მუნიციპალიტეტის მერია, ვადაგადაცილება 304 დღე. გადახდილია  მილიონ ნახევარზე მეტი, რაც შეადგენს მთლიანი თანხის 98%-ს, დაფინანსებულია ისევდაისევ ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
შემდეგ, გარემოს ეროვნული სააგენტო, ასევე ადგილობრივი ბიუჯეტი, ვადაგადაცილება 134 დღე, თითქმის ნახევარი მილიონი ლარი, თანხის 100%-ი უკვე გადახდილია.

ჩვენ, რომ შევაჯამოთ და ეს ვადაგადაცილებული დღეები შევკრიბოთ მივიღებთ თითქმის 20 წელს. ვინც ოდნავ მაინც არის გარკვეული ტენდერებში იცის, რომ არსებობს ეგრედ წოდებული „შავი სია“, როდესაც კომპანია არ ასრულებს გარკვეულ ვალდებულებებს ხვდება ამ შავ სიაში, მას ექნება გარკვეული პრობლემები და შეზღუდვები. როგორც ჩანს ამ კომპანიისთვის არ არსებობს არანაირი შავი სია, არც კანონი და აბსოლიტურად არაფერი. ამ 20 წლიანი კუმუნირებულ ვადაგადაცილების შემდეგ ხდება ყველაზე საინტერესო. 2021 წლის 12 თებერვლის ტენდერი, რომელიც გამოაცხადა ქალაქ თბილისის მერიამ და მისი საერთო ღიურებულება შეადგენს 28 მილიონზე მეტს, მოიგო სწორედ ამ კომპანიამ. მე მიჩნდება კითხვა, როდესაც ხედავთ კომპანიას, რომელმაც აიღო ერთი ტენდერი, მეორე, მესამე, მეშვიდე, მეათე , გავიდა ამდენი წელი და არაფერს არ აკეთებენ, არავინ ჰყავს მომკითხავი, ვიღაცამ დააჯარიმოს ან რამე ქნას. აღსანიშნავია ის დეტალიც, რომ მე და ჩვენ ვქექეთ და ვერ ვნახეთ ვერც ერთ ოფიციალური ოქმი სადაც ეწერებოდა, რომ ამ კომპანიას დაეკრისა გარკვეული ჯარიმა, როგორც ხდება ხოლმე და წესი და რიგია ვადაგადაცილებული დღეების სანაცვლოდ. ანუ არც შავ სიაში ხვდება, არც ჯარიმას იხდის, არც აკეთებს და ფული მილიონობით ლარი აქვს აღებული. კიდევ ვიმეორებ, ერთი ტენდერის გარდა თთქმის ყველა ტენდერი არის დაფინანსებული ბიუჯეტის მიერ, ჩემი ფული, ოპერატორის ფული რომელიც ახლა გვიღებს,იურისტების ფული და ა.შ.

ვფიქრობ აქ არის ბევრი საეჭვო გარემოება, რომელითაც უნდა დაინტერესდნენ შესაბამისი ორგანოები.

რაც შეეხება იმას, თუ ვინ არის ეს კომპანია, საიდან მოდიან, ვინ დგას მათ უკან და ა.შ. მინდა აღვნიშნო, რომ ეს კომპანია დაარსდა 2012 წელს, რაც პირადად ჩემი აზრით არ არის შემთხვევითი და გეტყვით რატომაც. ვადაგადაცილებული ტენდერებიდან დაახლოებით 4 მილიონ ლარზე მეტი ამ კომპანიას უკვე აღებული აქვს. ამ კომპანიის დირექტორები და მეწილეები არიან : გიორგი გაბუნია, რომელიც არის 55%-ის მფლობელი, თამაზ ცვარიანი 5%-ის მფლობელი,  და შპს კომპანია რომელიც არის 40% მფლობელი, ხოლო 2015 წელს ეს კომპანია შეერწყა, კომპანია CS-სს.

გადავიდეთ იმაზე თუ ვინ არის გიორგი გაბუნია, იგი არის ყოფილი ძალოვანი, გუნდის ყოფილი თანამშრომელი და ამავე დროს ქართული ოცნების მსხვილი შემომწირველი. 2016 წელის 29 ივლისს ამ ადამიანმა ქართული ოცნების ყულაბას შესწირა 59 ათასი ლარი.
ვინ არის კომპანია, რომელიც არის მეწილე ამ კომპანიის-  მისი ერთ-ერთი მეწილეა ასევე ადამიანი, რომელმაც ქართულ ოცნებას შესწირა 2020 წლის 30 ოქტომბერს  60 ათასი ლარი. იგი ასევე გახლდათ ქალაქ თბილისის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის ყოფილი უფროსი.
ასევე მსურს აღვნიშნო, გიოგრი გაბუნიას მეუღლე ქბ. ნაზი გომელაური, იგი არის ქართული ოცნების აქტიური მხარდამჭერი და გიორგი გახარიას გუნდში მყოფი, გიორგი ხოზრევანიშვილის მეუღლის ახლო მეგობარი და ბიზნეს პარტნიორი. ისინი ერთად მართვავენ შპს „ნორფს“.

სანამ დავასრულებს მსურს გავაკეთო პატარა შენიშვნა. ჩვენი ორგანიზაცია სამოქალაქო განვითარების და მონიტორინგის ცენტრი არც ორგანიზაცია არ არის პროკურატურა და არც მე არ ვარ პროკურორი. ჩვენი ვალდებულებაა ის საეჭვო ვითარებები მივაწოდოთ საზოგადოებას, ხოლო ამის დამტკიცება და უარყოფა არის პროკურატურისა და სასამართლოს საქმე.

სულ ამის თქმა მინდოდა, ჩვენი აზრით აქ ძალიან საეწვოდ ჩანს კავშირები და ვფიქრობ, პირები, რომლებიც მე ვახსენე ხვალ ალბათ გახარიას შემომწირველები გახდებიან, გამომდინარე იქიდან, რომ ბნ. ხოზროვანიშვილი გადავიდა გახარიას გუნდში.

მსგავსი სიახლეები