უკრაინის სოფელში “რუსების 9 მარცხი” ინტერნეტში ხუმრობების ინსპირაციად იქცა

უკრაინული მხარის თანახმად, ქვეყნის სამხრეთში, ქალაქ ხერსონთან ახლოს მდებარე სოფელ ჩორნობაივკაში (ასევე მის აეროპორტში) შეჭრილი რუსული ძალები და სამხედრო ტექნიკა ზედიზედ, სულ მცირე, 9-ჯერ მოიგერიეს და გაანადგურეს.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩევლის, ოლექსი არესტოვიჩის თანახმად, უკრაინულმა მხარემ მე-9 იერიში გუშინ ღამით განახორციელა.

ჩორნობაივკა მდებარეობს ხერსონისა და უკრაინის ჯარების მიერ კონტროლირებადი ქალაქის, მიკოლაევის გზაზე. ამდენად, საოკუპაციო ძალებისთვის სტრატეგიული მნიშნველობა აქვს, რადგან აქ მდებარე აეროპორტის გამოყენებით, შესაძლებელია მიკოლაევზე იერიშის განხორციელება. ასევე, საშუალო და შორი მანძილის სისტემებით შესაძლებელია საარტილერიო ცეცხლის გახსნაც.

სოფელი ჩორნობაივკა და მასთან მდებარე აერიპორტი

როგორც წესი, ჩორნობაივკასთან მობილიზებულია ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულიდან შესული რუსული ჯარები.

ჩორნობაივკის აეროპორტში უკრაინელებმა 15 მარტს გაანადგურეს მოწინააღმდეგის ვერტმფრენები და საბრძოლო ტექნიკა, რომელსაც მიკოლაევზე თავდასხმისთვის იყენებდნენ. მოგვიანებით, საჰაერო გადაღებით გაირკვა, რომ რუსულმა მხარემ აეროპორტის ტერიტორიიდან გადარჩენილი ვერტმფრენები გაიყვანა.

უკრაინული მხარის თანახმად, სწორედ ჩორნობაივკაში მოკლეს რუსეთის მე-8 არმიის გენერალ-ლეიტენანტი ანდრეი მორდიჩევიც.

უკრაინული მხარის განცხადებით, ჩორნობაივკა აუცილებლად შევა ისტორიაში, როგორც წინააღმდეგობის სიმბოლო.

ჩორნობაივკაში რუსული მხარისათვის მიყენებული ზარალი ინსპირაციის წყაროდ იქცა ტვიტერსა და სხვა სოციალურ ქსელებში პროუკრანულად განწყობილი მომხმარებლებისთვის, რომლებმაც ამ საკითხს არაერთი მიმი და პოსტი მიუძღვნეს.

 

თარგმანი: რუსეთს ჯერ კიდევ არ უთხოვია ნატოსთვის ჩორნობაივკას თავზე ცის დახურვა?

 

თარგმანი: რა განასხვავებს ამ ორ ფაქტს ერთმანეთისგან? მაკრონმა რვაჯერ  დაურეკა პუტინს უშედეგოდ. რუსი ფაშისტები რვაჯერ დამარცხდნენ ჩორნობაივკაში

 

რუსეთი ნატოს სთხოვს ცის დახურვას ჩორნობავკას თავზე, რადგან იქ “ბანდერებმა” რვაჯერ გაანადგურეს წითელი არმია.

 

ჩვენ აღარ ვამბობთ ზაზუნას დღეს (დღესასწაული აშშ-ში), ჩვენ ვამბობt ჩორნობაივკას.

 

 

 

 

 

თარგმანი: რუსეთის ჯარებს უკრაინის რუკების დაზუსტებული ვარიანტები გადასცეს.

– დღეს სად?

– ჩორნობაივკაში

მსგავსი სიახლეები