სერგეი შოიგუმ გონება რამდენჯერმე დაკარგა, მდგომარეობა მკვეთრად გაუარესებულია

უკრაინის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი არსენ ავაკოვი რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრის სერგი შოუიგუსა და რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დირექტორატის უფროსის იგორ კოსტიუკოვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ტვიტერში წერს.

ავაკოვი ამბობს, რომ თავისი წყაროს ინფორმაციით, შოიგუს და კოსტიუკოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესებულია.

მისივე ინფორმაციით, ორივე მათგან ერთნაირი სიმპტომები აღენიშნებათ.

„წყარო იუწყება, რომ არსებობს ინფორმაცია შოიგუს და იგორ კოსტიუკოვის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების შესახებ. ორივეს სისუსტე აღენიშნება და ორივეს ერთნაირი სიმპტომები აქვს. მათ სუნთქვის გაძნელება და გულთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ. შოიგუმ გონება რამდენიმეჯერ დაკარგა“, – წერს არსენ ავაკოვი.

მსგავსი სიახლეები