გახდი ჩვენი გუნდის წევრი და ჩაერთე საზოგადოებრივ აქტივობებში!

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო განვითარების და მონიტორინგის ცენტრი“ (CDMC) გაცნობებთ, რომ გადავდივართ აქტიურ სამუშაო რეჟიმში.

უახლოეს დღეებში, ჩვენი ორგანიზაცია დაიწყებს სოციოლოგიურ კვლევებს სხვადასხვა თემატიკაზე. ასევე, 2021 წლის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებისთვის დამკვირვებელთა გადამზადება-დატრეინინგებას.

თუ თვლით, რომ ქვეყნის განვითარების პროცესში თქვენი მონაწილეობა თქვენთვის მნიშვნელოვან მოცემულობას წარმოადგენს, ხართ აქტიური და მოტივირებული, მობრძანდით შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, პეკინის გამზ. #37, II სართული.

ორგანიზაციაში გაწევრიანება თავისუფალია, განურჩევლად თქვენი პოლიტიკური, რელიგიური, ეთნიკური, რასობრივი, სოციალურ-კულტურული თუ სხვა შეხედულებებისა.

ჩვენი ორგანიზაციის ძირითადი მიზანი გახლავთ უსამართლობასთან ბრძოლა, ქვეყნის სწორი მიმართულებით განვითარების ხელშეწყობა; ასევე, დემოკრატიული, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვა ნებისმიერი მიმართულებით. ვართ სრულიად დამოუკიდებლები ჩვენს საქმიანობასა თუ გადაწყვეტილებებში და არ ვემსახურებით ამა თუ იმ პოლიტიკურ ან სხვა დაინტერესებულ ჯგუფებს.

პატივისცემით,
ა(ა)იპ „სამოქალაქო განვითარების და მონიტორინგის ცენტრი“ (CDMC) 

საკონტაქტო:

593 97 33 11
555 98 49 92

592 41 00 41

მსგავსი სიახლეები