საქართველოში დღეს უკვე მეორე მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები 14:03 საათზე დაფიქსირდა.

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი დმანისიდან სამხრეთ-დასავლეთით 26 კილომეტრში, სოფელ სამებასთან მოხდა.

მიწისძვრის სიძლიერემ 3.5 მაგნიტუდა შეადგინა.

ეს დღეს საქართველოში მომხდარი მეორე მიწისძვრაა. ორი მიწისძვრა მოხდა ასევე გუშინ, ეპიცენტრი ყველა შემთხვევაში დმანისთან ახლოს იყო.

მსგავსი სიახლეები