„სამოქალაქო განვითარების და მონიტორინგის ცენტრი“-ს განცხადება!

„სამოქალაქო განვითარების და მონიტორინგის ცენტრი“ აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას და ვაკვირდებით ქვეყანაში არსებული პოლიტიკური დღის წესრიგის პარალელურად მიმდინარე პროცესებს.
პირველ რიგში უნდა ვაღიაროთ, რომ უკვე ყველასათვის მარტივად შესამჩნევია, თუ რა სახის ქმედებებზეა გადასული „ქართული ოცნება“ და სახელისუფლებო ორგანოები. შანტაჟი, დაშინება, მოსყიდვა, ძალადობა, მუქარა და ამ ყველაფრის ფაქტები ყოველდღიურად გაორკეცებით გვხვდება, რაც პირდაპირი მნიშვნელობით კონსტიტუციისა და დემოკრატიული საფუძვლების უხეში დარღვევაა. როგორც ჩანს „ქართულ ოცნებას“ კარგად აქვს გათვითცნობიერებული თუ რაოდენ დიდი საფრთხის წინაშე დგას მათი ძალაუფლების დაკარგვის საკითხი, შესაბამისად ამ ყველაფრიდან გამოსავალს ძალისმიერი მეთოდებითა და კანონდარღვევით ჩატარებულ არჩევნებში ხედავენ.
ყველამ კარგად იხილა, სახელისუფლებო ძალების მხრიდან, ჩვენი ორგანიზაციის განეიტრალების მცდელობა, დღეს ყველა კარგად ვხედავთ თუ რა ხშირია ოპოზიციურად განწყობილი პირებისა და ოპოზიციური პარტიების წევრების მიმართ ძალადობრივი მიდგომა და მათზე ზეწოლის განხორციელების მცდელობის ფაქტები. ყოველივე მსგავსი ქმედება ეწინააღმდეგება დემოკრატიულ პრინციპებს, დასავლურ და ევროპულ ფასეულობებს და რისკის ქვეშ აყენებს სახელმწიფო ინტერესებს საერთაშორისო ასპარეზზე.
საუბარი იმაზე, თუ რამდენი და რამხელა უკანონობის ჩადენა ძალუძს უკვე „მაფიოზურ კლანებად“ ფორმირებულ ხელისუფლებას, ზედმეტია, ვინაიდან აბსოლიტურად ყველამ ვიცით და ვხედავთ, თუმცა, საყურადღებოა ერთი ფაქტორი, კერძოდ: აბსოლიტურად ყველამ ვინც მსგავსი უკანონობის შემსრულებელია კარგად უნდა გაითავისოს და გაათვითცნობიეროს მათი ქმედებების უკანონობა, ვინაიდან ადრე თუ გვიან ჩადენილ საქციელზე ყველა პასუხს აგებს.
როგორც უკვე ავღნიშნეთ, ჩვენი ორგანიზაცია აქტიურად აკვირდება და სწავლობს მსგავს ფაქტებს, შესაბამისად თითოეული კანონდარღვევის შესახებ, უპირობოდ ჩავაყენებთ საქმის კურსში, მეგობარი სახელმწიფოებისა და საერთაშორისო გაერთიანებების წარმომადგენლობებს.

მსგავსი სიახლეები