ეპიდსიტუაცია ნამდვილად საყურადღებოა – პირბადის ტარებაზე უარს დიდი ხანი ვერ ვიტყვით

ეპიდსიტუაცია ნამდვილად საყურადღებოა, შემთხვევების რაოდენობა ამ კვირაში 1000-ია, რაც, რა თქმა უნდა, ყურადსაღებია, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, თუ ვაქცინაციას სწრაფად არ გავავრცელებთ და წესებს არ დავიცავთ, რისკები სხვა ახალ შტამზე, რაც შესაძლებელია გამოჩნდეს, მაღალია.

„ეპიდსიტუაცია ნამდვილად საყურადღებოა, შემთხვევების რაოდენობა ამ კვირაში 1000-ია, რა რა თქმა უნდა, ყურადსაღებია. ჩვენ პირბადის ტარებაზე უარს დიდი ხანი ვერ ვიტყვით, ყველამ უნდა გავაცნობიერეთ, უნდა დავიცვათ წესები. სხვა გამოსავალი იქნება ვაქცინაციის პროგრამის სწრაფი განხორციელება. თუ ვაქცინაციას სწრაფად არ გავავრცელებთ და წესებს არ დავიცავთ, რისკები სხვა ახალ შტამზე, რაც შესაძლებელია გამოჩნდეს, მაღალია“, – განაცხადა გაბუნიამ.

მსგავსი სიახლეები