საკადრო წმენდა შსს-ში – გორის სამმართველოდან პოლიციელებს უშვებენ

გორის სამმართველოში პოლიციელებს სამსახურიდან უშვებენ. საკადრო წმენდა პოლიტიკური ნიშნით მიმდინარეობს. “ტვ პირველის” ინფორმაციით, ამ დროისთვის სამსახურიდან უკვე 10-მდე პირია გათავისუფლებული. საკადრო წმენდა შინაგან საქმეთა მინისტრმა პირადად შალვა ჯინიყაშვილს იგივე “კასპელ შაკოს” დაავალა.

ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტების თქმით, საკადრო წმენდა მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლას უკავშირდება.

პრეზიდენტს სააკაშვილი რაც ჩამოვიდა, მას შემდეგ პოლიტიკური პროცესები შეიცვალა, ადამიანებმა და მათ შორის პოლიციელებმა დაიწყეს პოლიტიკური შეხედულებების დაფიქისრება, ამის გამო მიმდინარეობს საკადრო წმენდა”, – ამბობს სამოქალაქო აქტივისტი.

tvpirveli.ge

მსგავსი სიახლეები