აშშ-ს თავდაცვის წარმომადგენლის განცხადებით, რუსეთს რუსი სამხედროები, რომლებიც საქართველოში ჰყავდა განლაგებული, უკრაინაში გაძლიერებისთვის გადაჰყავს. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
,,შეერთებულმა შტატებმა შეამჩნია საქართველოდან ჯარის გარკვეული რაოდენობის გადაადგილება”, – განუცხადა თავდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჟურნალისტებს და დასძინა, რომ პენტაგონს არ შეუძლია მიუთითოს რამდენი ჯარისკაცი გადაჰყავს მოსკოვს.
„ახლა გვაქვს მინიშნებები, რომ მათ ძალები საქართველოდან უკრაინაში გადაჰყავთ“, – განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
მისივე განცხადებით, პენტაგონმა არ იცის, საქართველოდან ჯარები უკრაინის რომელ ნაწილში წავლენ, თუმცა აღნიშნა, რომ კრემლისთვის პრიორიტეტია დონბასის რეგიონში აქტივობები.
როგორც CNN-ი წერს, რუსული ჯარები საქართველოში მას შემდეგ არიან განლაგებული, რაც რუსეთი 2008 წელს ქვეყანაში შეიჭრა.