რა შემთხვევაში დაჯარიმდებით 50 ლარიდან 150 ლარამდე

საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ალკოჰოლს მოხმარება 50 ლარიდან  150 ლარამდე დაჯარიმას ითვალისწინებს.

ერთი წლის განმავლობაში განმეორებით შემთხვევაში  კი ჯარიმა 500 ლარია.

ალკოჰოლის მოხმარების წესებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 171 მუხლი განსაზღვრავს.

ამ მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული წესით ისჯება ალკოჰოლური სასმელების სმა სტადიონზე, სკვერში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.

ასეთ ადგილად შეიძლება ჩაითვალოს ნებისმიერი საჯარო ანუ ღია სივრცე, სადაც შეიძლება შეიკრიბოს ორი ან მეტი პირი. მაგალითად: ქუჩა, გაჩერების პუნქტები, ტროტუარები, გადასასვლელები, ხიდები, გვირაბები, სადარბაზოები, კორპუსის მიმდებარე ტერიტორია.

პირველ შემთხვევაში პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია 50-150 ლარამდე ოდენობით ჯარიმით, ხოლო განმეორებით შემთხვევაში – 500 ლარამდე ოდენობით ან დამატებით 15 დღემდე ვადით პატიმრობით.

ცნობისთვის, პასუხისმგებლობა არ გამოიყენება სავაჭრო და საზოგადოებრივი კვების საწარმოებთან, იმ ადგილებთან, სადაც ალკოჰოლური სასმელები ჩამოსხმით იყიდება.

მსგავსი სიახლეები