ქართული ოცნები ყოფილი წევრი და ამჟამად ა/ო “სამოქალაქო განვითარების და მონიტორინგის ცენტრის” ხელმძღვანელი გიორგი ყუფარაძე,
ძაან მაგრად მუშაობს ოცნების პროპაგანდისტული მანქანა და მათი შექმნილი ტროლ ბოტთა არმია, როგორც ქოცი იტყოდა, ყველაფერს 41–იანზე აკეთებენ, რომ მიშას თემა, ნაც მძრაობის შიდა არეულობა, განდგომილების კლოუნადა და ა.შ. არ ჩამოიხსნას მოწინავე თემებიდან და ჩვენც მხოლოდ მაგათზე გვქონდეს საუბარი და მხოლოდ მაგ თემების გარჩევით ვიყოთ დაკავებულები.
ეს ყველაფერი კი გათვლილია იმაზე, რომ ჩვენ ვერ ვისაუბროთ ხალხის გაჭირვებაზე, ამ საახლწლოდ თუ რამდენჯერ გაგვიძვირდა ცხოვრება, რამდენი ოჯახი შეხვდება ამ ახალ წელს, ცარიელი სუფრით, რამდენი ბავშვი დარჩება უსაჩუქროდ, რამდენი სხვა უამრავი პრობლემაა ქვეყანაში მიშას და ნაცების გარდა და ეს ყველაფერი ვერადა ვერ ამოდის მთავარ ამბებში და ოცნებაც არხეინად არის. ღარიბაშვილის კომენტარებიც ზუსტად მაგაზეა გათვლილი რომ სხვა სალაპარაკო არ იყოს ქვეყანაში.
მიშას გამოუშვებენ?! არა და არა, ვერ არის მიშაზე იმხელა მუხტი, რომ მიშა გამოუშვან,
ხაბეიაშვილის აქციაც ამის მაგალითი იყო.
ასე, რომ სანამ ნაცები და მიშა ყავს ოცნებას მანამდე ყველაფერი „კიდიათ“ ხალხს რა უჭირს არ აინტერესებთ, მთავარია თვითონ და მათი ნათესავები იყვნენ კარგად და ასევე ტროლ–ბოტებიც არ დარჩენენ ძაან მშივრები.
ეხლა გაჩნდება კითხვა: გვეშველება რამე და ჩვენ რა ვქნათ?!
ჩვენ, სამოქალქო საზოგადოება, სანამ ჩვენით არ გავერთიანდებით და არ დავუწყებთ ლოდინს ისევ ვინმე „ბელადის“ გამოჩენას, მართლა დიდი ხანი არაფერი არ გვეშველება…. მოგვიწევს ისევ ამ „გაზულუქებული“ უსაქმურების ყურება, თუ როგორ „გულაობენ“ და იწყობენ ცხოვრებას ჩვენს ხარჯზე…
ხოლო თუ შევძლებთ გაერთიანებას და ძალიან დიდი პროტესტის დაფიქსირებას, გადავფარავთ ამ ყველაფერს (რაც ზემოთ წერია), ძალიან კარგ შედეგს მივიღებთ, „ქოცობასაც“ დიდი დარტყმა მიადგება, წამსვლელიც წავა და საქმის გამკეთებელიც მოვა და რაღაც საშუალო დონეზე გვეშველება… ისე არაფერი გამოვა, ჩვენს გასაკეთებელს სხვა ვერავინ გააკეთებს!
წერს გიორგი ყუფარაძე